საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია „უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“ 2025

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით მასწავლებელთა XIV საუნივერსიტეტო კონფერენცია „უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“ გაიმართა. კონფერენციის მთავარი თემა იყო ,,განათლების რეფორმის საკითხები საქართველოში - ისტორია და თანამედროვეობა“.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები, სტუდენტები და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. შეხვედრაზე მსჯელობა გაიმართა ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის საკითხები.

კონფერენცია შედგებოდა ოთხი სამუშაო მიმართულებისგან. მონაწილეებმა წარმოდგენილ საკითხებზე მსჯელობისას განიხილეს რეფორმის დადებითი მხარეები და გამოწვევები.

თარიღი: 24/12/2025